პარტნიორობა

გახდი Lawio-ს პარტნიორი

შემოუერთდი ჩვენ იურიდიულ პლატფორმას და მოიზიდე ახალი კლიენტები, მთელი საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

პარტნიორის ბენეფიტები

რას მიიღებ Lawio-სთან პარტნიორობით

01

ახალი კლიენტები

Lawio-ზე კლიენტი თავად გირჩევს შენ, ან კლიენტი უბრალოდ გვეუბნება რა სჭირდება და ჩვენ გაკავშირებთ კლიენტთან.

02

მართვის პანელი

შენი საქმეები, საქმეების მიმდინარეობა და დოკუმენტები — ერთ ადგილზე, გასაგებად და მოწესრიგებულად.

03

ონლაინ ხელშეკრულებები

გააფორმე ხელშეკრულება კლიენტთან ციფრულად — სწრაფად და უსაფრთხოდ.

04

ონლაინ გადახდები

კლიენტი იხდის ონლაინ — თანხა მალევე შენს საბანკო ანგარიშზე აისახება.

05

შენი პროფილი Lawio-ზე

Lawio-ზე შენი საჯარო გვერდი იქნება, სადაც მოცემული იქნება ინფორმაცია შენს შესახებ, შენი ბიოგრაფია, სამუშაო გამოცდილება, იმ სერვისების ჩამონათვალი, რომლებსაც სთავაზობ კლიენტებს და ა.შ. Google-შიც გამოჩნდები.

06

შეფასებები და რეპუტაცია

დააგროვე კმაყოფილი კლიენტების შეფასებები — დადებითი რეპუტაცია მოგიყვანს კიდევ უფრო მეტ კლიენტს და გაზრდის შენი მომსახურების ღირებულებას.

და კიდევ ბევრ სხვა ბენეფიტებს აღმოაჩენ პლატფორმაზე გაწევრიანების შემდეგ.

FAQ

ხშირად დასმული კითხვები

დიახ! Lawio-ზე პარტნიორად დამატება სრულიად უფასოა. Lawio თქვენთვის მოცემული შეკვეთიდან იღებს საკომისიოს, რომელიც 10%-15%-მდე მერყეობს.

პარტნიორად დამატების შემდეგ თქვენ გექნებათ თქვენი პირადი კაბინეტი, სადაც აგესახებათ ინფორმაცია ჩანიშნული კონსულტაციების შესახებ. მაგალითისათვის იქნება მოცემული კლიენტის დეტალები, მოკლედ აღწერილი იქნება კლიენტის საჭიროება და საკონტაქტო დეტალები, ამის შემდეგ თქვენ უკავშირდებით კლიენტს, ათანხმებთ დეტალებს, გადახდის გრაფიკს და პირობებს და ა.შ, ამ ყველაფერს ასახავთ თქვენივე პანელში Lawio-ზე და უგზავნით შეთანხმებას (Offer-ს) კლიენტს. კლიენტი ეთანხმება თქვენს მიერ გაგზავნილ პირობებს Lawio-ს პლატფორმაზევე, და იწყება საქმეზე მუშაობა, აგრეთვე კლიენტი Lawio-ს პლატფორმაზევე იხდის თქვენი მომსახურების საფასურს, კლიენტის მიერ გადახდილი მომსახურების საფასური მომენტალურად ისახება თქვენს პანელში და მალევე გერიცხებათ თქვენ საბანკო ანგარიშსზე.

განაცხადს განვიხილავთ 3-7 სამუშაო დღის განმავლობაში. ჩვენი გუნდი დაგიკავშირდება მითითებულ ნომერზე ან ელფოსტაზე.

დიახ.

არა, არ არის სავალდებულო. ჩვენი პარტნიორები არიან როგორც ადვოკატები, ასევე იურისტები. თუ გაქვს ადვოკატის მოწმობა — ეს გახდება დამატებითი სანდოობის ნიშანი შენს პროფილზე, აგრეთვე უფრო მეტის სერვისის შეთავაზება შეგეძლება კლიენტებისათვის.

დიახ, პანელიდან თქვენ შეგეძლებათ დააპაუზოთ ანგარიში და ამ პერიოდი განმავლობაში ახალ შეკვეთებს არ მიიღებთ.

ჩვენი პლატფორმა ახლახან გაშვებულია და დღითი დღე იზრდება მომხმარებლებისა და პლატფორმის ვიზიტორების რაოდენობა. შესაბამისად, გაწევრიანებიდან რამდენიმე დღეში მიიღებთ პირველ შეკვეთას, თუმცა ზუსტი ვადის განსაზღვრა შეუძლებელია. ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ Lawio-ს მეშვეობით ბევრი კლიენტის მოზიდვის შესაძლებლობა გქონდეთ!

მოგვწერე support@lawio.ge -ზე და ყველანაირად დაგეხმარებით <3.

გინდა Lawio-ს პარტნიორი იურისტი გახდე?

დამოუკიდებელი იურისტი ხარ თუ იურიდიული ფირმა გაქვს?

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ტრაფიკის ანალიზისთვის და კონტენტის პერსონალიზაციისთვის.

ქუქი-ფაილების პარამეტრები

აირჩიეთ რომელი ქუქი-ფაილების დაშვება გსურთ. ამ პარამეტრების შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

აუცილებელი სავალდებულო

საიტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი. მათი გამორთვა შეუძლებელია.

ანალიტიკა

გვეხმარება გავიგოთ როგორ ურთიერთობენ ვიზიტორები საიტთან.

ფუნქციონალობა

ახსოვს თქვენი პარამეტრები, როგორიცაა თემა და ენა.

Lawio მხარდაჭერა

გამარჯობა!

გაქვთ შეკითხვა? ჩვენ აქ ვართ დასახმარებლად. დაიწყეთ საუბარი.