როგორ მუშაობს

პლატფორმა, რომელიც გეხმარება.

სრულფასოვანი იურიდიული მომსახურების მიღება არასოდეს არ ყოფილა ასეთი მარტივი.

ვერიფიცირებული იურისტები · უსაფრთხო გადახდები · სრული გამჭვირვალობა · 24/7 მხარდაჭერა
1
01
დაწყება

მოგვიყევი, რა გჭირდება

ამისათვის მხოლოდ 2 წუთი დაგჭირდება, დააჭირე დაწყების ღილაკს, მოგვიყევი რა ხდება და რაში გჭირდება იურისტის დახმარება, იქვე მიუთითებ შენს მაილს და გაივლი მარტივ რეგისტრაციას Lawio-ზე.

2 წუთი სჭირდება ძალიან მარტივი ფორმა
2
02
შერჩევა

ჩვენ შეგირჩევთ იდეალურ იურისტს

ეს არ არის ფრილანს მარკეტპლეისი, სადაც დროს კარგავ პროფილების დათვალიერებაზე და ფრილანს იურისტების შემოთავაზებებზე. ფორმის შევსების შემდგომ, რამოდენიმე წუთში, ჩვენი გუნდი პირადად განიხილავს შენ საქმეს და ჩვენი პარტნიორი იურისტებისგან შეარჩევს ყველაზე შესაბამისს იურისტს — გამოცდილების, რეპუტაციის, ხელმისაწვდომობის და ანალოგიურ საქმეებში კომპეტენციის საფუძველზე.

100% ვერიფიცირებული იურისტები მრავალწლიანი გამოცდილებით
3
03
კონსულტაცია

გაიცანი შენი იურისტი

მას შემდეგ რაც იურისტს შეგირჩევთ, მიიღებ შეტყობინებას შერჩეული იურისტისა, და ჩანიშნული კონსულტაციის შესახებ. იურისტის Lawio-ს პროფილზე შეგიძლია გაეცნო მის ინფორმაციას, გამოცდილებას, ადვოკატის ან იურისტის შესაბამის მოწმობებს, შეფასებებს და ა.შ. კონსულტაციას გაივლი ონლაინ ან პირისპირ იურისტთან.

ონლაინ ან პირისპირ სრულიად უფასოა
4
04
გაფორმება

შეთანხმება

კონსულტაციის ეტაპზე იურისტთან გაივლი საქმის ყველა დეტალს, მისგან მიიღებ პირობებს, ვადებს, გადახდის გრაფიკსა და ოდენობას. Lawio-ს პლატფორმის მეშვეობით იურისტი გამოგიგზავნის ამ ყველა დეტალების შემცველ შეტყობინებას და ხელშეკრულებას, რომელსაც შენი პანელის მეშვეობით დაეთანხმები. და ეგ არის — ყველაფერი გაფორმებულია ოფიციალურად.

შეთავაზება მოიცავს:

  • მომსახურების ხელშეკრულება
  • სამუშაოს მოცულობა და პირობები
  • გადახდის გრაფიკი
ყველაფერი ოფიციალურად გაფორმებულია
5
05
უსაფრთხო გადახდა

უსაფრთხო გადახდის მრავალი მეთოდი

მას შემდგომ რაც შეთანხმება გაფორმდება, ინვოისი დაგენერირდება მასში გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. საფასურის გადახდა შეგიძლია საბანკო გადარიცხვით, საქართველოში მოქმედი ბანკების ნებისმიერი პლასტიკური ბარათით ონლაინ, კრიპტოვალუტით, ან ქეშად ჩვენ პარტნიორ იურისტთან. ქეშად გადახდის შემთხვევაში იურისტი მაშინათვე ასახავს ამ გადახდას პლატფორმაზე.

საბანკო გადარიცხვა ბარათით გადახდა კრიპტო ქეშად
6
06
კონტროლი

აკონტროლე შენი საქმე

იმის მიუხედავად, რომ იურისტი ნებისმიერი შენთვის სასურველი საკომუნიკაციო არხით შენთან მუდმივ კავშირზე იქნება, პლატფორმისგან მუდმივ განახლებებს მიიღებ, აგრეთვე საქმის დოკუმენტები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციები პლატფორმაზეც დაფიქსირდება.

განახლებები შეტყობინებები დოკუმენტები პროგრესი
07
დასრულება

დაადასტურე საქმის დასრულება

როდესაც შენი საქმე დასრულდება და იურისტი მონიშნავს მას როგორც დასრულებულად, შენც ადასტურებ საქმის დასრულებას, აგრეთვე გვიტოვებ შეფასებას როგორც ჩვენ Lawio-ს, აგრეთვე ჩვენს პარტნიორ იურისტს.

ყველა ბედნიერია
ყველაფერი ერთ ადგილას

იქნებ ბიზნესი გაქვს, ან ერთდროულად რამოდენიმე იურიდიული საჭიროება გაქვს?

01 ნებისმიერი რაოდენობის საქმეს მართავ
02 ნებისმიერი რაოდენობის იურისტი გეყოლება
03 ერთ სივრცეში მართავ ამ ყველა საქმეს, დოკუმენტაციებს და გადახდებს
04 ყველა შენს გამოწვევას ადვილად დაძლევ
რატომ Lawio?

რატომ Lawio და არა იურისტის დამოუკიდებლად მოძებნა?

აი, რას აიცილებ თავიდან Lawio-ს მეშვეობით.

ბევრი იურისტი ხელშეკრულებას არ აფორმებს

თუ რამე არასწორად წარიმართა, არანაირი მტკიცებულება არ გაქვს.

Lawio-ზე ყველა შეკვეთა ოფიციალურად ფორმდება, და ამას რათქმაუნდა იურიდიული ძალა აქვს.

ზოგიერთი იღებს საქმეებს, რომლებშიც კომპეტენტური არ არის

ვერ გაიგებ, სანამ გვიან არ იქნება, რომ შენს იურისტს საჭირო გამოცდილება არ აქვს.

შენ მხოლოდ იმ იურისტთან დაგაკავშირებთ, რომელიც შენი საქმისთვის კომპეტენტურია.

არაადეკვატური ფასები გამჭვირვალობის გარეშე

ფარული საკომისიოები, მოულოდნელი ხარჯები.

მკაფიო ფასები, დეტალური გადახდის გრაფიკი და ნულოვანი ფარული საკომისიო. იურისტი წინასწარ გაგაფრთხილებს, თუ რაიმე დამატებითი ხარჯი შესაძლოა იქნეს საჭირო.

საადვოკატო ფირმები იმავე სერვისში მეტს გახდევინებენ

დიდი ოფისის ხარჯები, ადმინისტრაციული პერსონალი და ბრენდის მარჟა ფასს ზრდის.

Lawio-ს პარტნიორი იურისტები იმავე ან უფრო მეტი ხარისხით, კონკურენტულ ფასებში მუშაობენ, და ჩვენც მათ მუდმივად ვაკავშირებთ კლიენტებთან ❤️.

გადახდის მტკიცებულება არ რჩება

ნაღდი ანგარიშსწორება ქვითრის გარეშე დაუცველს გტოვებს.

Lawio-ს მეშვეობით დამუშავებული ყოველი გადახდა დოკუმენტირებული და მიკვლევადია.

ჩვენ იურისტებს ჩვენი სანდო წრიდან ვირჩევთ, რათა დარწმუნებული ვიყოთ მათ რეპუტაციასა და გამოცდილებაში. სამომავლოდ ნებისმიერ იურისტს შეეძლება ჩვენთან პარტნიორობა, თუ ჩვენს მკაცრ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ტრაფიკის ანალიზისთვის და კონტენტის პერსონალიზაციისთვის.

ქუქი-ფაილების პარამეტრები

აირჩიეთ რომელი ქუქი-ფაილების დაშვება გსურთ. ამ პარამეტრების შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

აუცილებელი სავალდებულო

საიტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი. მათი გამორთვა შეუძლებელია.

ანალიტიკა

გვეხმარება გავიგოთ როგორ ურთიერთობენ ვიზიტორები საიტთან.

ფუნქციონალობა

ახსოვს თქვენი პარამეტრები, როგორიცაა თემა და ენა.

Lawio მხარდაჭერა

გამარჯობა!

გაქვთ შეკითხვა? ჩვენ აქ ვართ დასახმარებლად. დაიწყეთ საუბარი.